понедельник, 11 июля 2016 г.

ტრენინგის მე-9 დღე

დღეს დამთავრდა ჩვენი  ტრენინგი, ვისწავლეთ ჩასწორება, ჩამატება, შენახვა ჩვენს ბლოგზე. ბოლოს შევაჯამეთ მთელი  განვლილი მასალა ,  თითეულმა ჩვენთაგანმა გავაკეთეთ პრეზენტაცია და   მივიღეთ რამოდენიმე  საჭირო რჩევა-დარიგება ქალბატონ ნათიასაგან. დიდი მადლობა  ქალბატონ ნათიას ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი დღეებისთვის.

суббота, 9 июля 2016 г.

ტრენინგის მერვე დღე

დღევანდელ ტრენინგზე ვისწავლეთ:  ფასილიტაციის მიზნით მოსწავლეებს როგორ წარვუდგენ პრეზენტაციას, რომელშიც წარმოდგენილი  იქნება მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოები, სადაც  გაწერილია  აქტივობები  პროექტისათვის.
ვისწავლეთ  პორტფოლიოს  გამოქვეყნება ბლოგებზე.

პროექტის პორტფოლიო

пятница, 8 июля 2016 г.

დღე მეშვიდე

ვიმუშავეთ განმავითარებელ შეფასებაზე . შევავსეთ თვითშეფასების ერთი რუბრიკა.

შევქმენით მოსწავლეთა მხარდასაჭერად მასალები:

 ბროშურა,   ჩემი ჟურნალი  და ვ-მ-ვ ცხრილი. 

ეს ყველაფერი შევინახეთ პროექტის დამხმარე მასალებში.

დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო! 

среда, 6 июля 2016 г.

დღე მეექვსე

        შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი P.P-ში და გავაკეთეთ პრეზენტაცია.საპრეზენტაციო მასალაში  შესწორება შვიტანე. მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების შეფასებისთვის გამოვიყენეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.
  გავაკეთეთ ჩანართები ბლოგზე.
   გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე  ვიმუშავეთ იმ აქტივობებზე, რომელსაც პროექტის მსვლელობის დროს განვახორციელებთ.
მივიღეთ საშინაო დავალება.
ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო!

суббота, 2 июля 2016 г.

დღე მეხუთე

   ვისწავლეთ:
1. შეფასების მოკლე მონახაზის გადმოტანა სახელმძღვანელოდან სასწავლო გეგმის შაბლონში.

2.საავტორო უფლებების დაცვა პროექტის ფარგლებში. სურათების გადმოტანა ბლოგზე, მისამართების მითითება.

3.ვიდეოს გადმოტანა ბლოგზე  You Tube-დან.

4.მივიღეთ საინტერესო დავალება.

Bridging Our Future (long) | Intel

среда, 29 июня 2016 г.

მეოთხე დღე

გავხსენით პროექტის გეგმის შაბლონი და ჩავიტანეთ მიმართულების მიმცემი კითხვები:ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი.
ინტელის სახელმძღვანელოდან მოვიძიეთ პროექტის ფაზების მიხედვით შეფასების მეთოდები და სტრატეგიები და შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონის შეფასების დროის ჩარჩო.

понедельник, 20 июня 2016 г.

დღე მესამე

                ვისწავლეთ დოკუმენტის გაზიარება googl დოკების საშუალებით.


გადმოვიწერეთ ე.ს.გ- დან სპორტის სტანდარტი.

გადმოვიწერთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

გადმოვწერეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია.
სასწავლო  პროექტის გეგმის შაბლონი შევავსეთ.
გადმოვიტანეთ ე.ს.გ-დან სტანდარტები თავის ინდიკატორებით. გვქონდა გონებრივი იერიში

суббота, 18 июня 2016 г.

დღე მეორე ინტელის ტრენინგი

ვისწავლეთ ბლოგების გახსნა, სათაურის შეცვლა, პროფილის შეცვლა,  ელ-ფოსტით ბლოგის მისამართის გადაგზავნა, ვნახეთ  ბუკლეტის შაბლონი, გაზეთის შაბლონი , ვისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება, გავაკეთეთ ბროშურა მშობლებისათვის.

დღე პირველი- ინტელის ტრენინგი

გავეცანით კურსის შინაარს, ვისწავლეთ ელექტრონულ სახელმძღვანელოს გამოყენება, ახალი საქაღალდის შექმნა და შენახვა, გავიხსენეთ ელ-ფოსტაში მუშაობა.